დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
კრაფტ ფუდი
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
Craft Food ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "კრაფტ გრილი და ლუდი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე, ქ.თბილისში.
ძირითადი მიმართულება: გრილი (ხორც-პროდუქტები) და მასთან დაკავშირებული ყველა სახის მენიუ და კრაფტ ლუდი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: კვირაში 40 სთ.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა N103.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, მათთვის მაგიდის გამოყოფა და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა მენიუზე;
** შეკვეთების მიღება და დამზადების წერტილთან ჩეკების მიწოდება;
** სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება;
** აქტიური კომუნიკაცია ბართან და სამზარეულოსთან;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** კომპანიის სტანდარტებისა და პოლიტიკის დაცვა.
მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ქართულ/ევროპულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა
** სისხარტე
** პასუხისმგებლიანობა
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულება
** გუნდური მუშაობა
განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 24 ივლისი.
რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 500-505-987.
"subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მიმტანი".
|
|
|
|