Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: Argos Consulting
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
"Argos Consulting" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ადმინისტრაციული ასისტენტიs თანამდებობაზე.

სასურველია სასტუმროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატები, რომელთაც სურვილი აქვს განვითარდნენ ჰორეკას სექტორში შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1200 - 2500 ლარი კვალიფიკაციის მიხედვით

დასაქმებული უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ სასტუმროებში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას, რისკების იდენტიფიკაციასა და მართვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასტუმროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის, Word, Excel, Powerpoint სრულყოფილად ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
** ობიექტის რისკების შეფასების და მაკორექტირებელი ღონისძიებების დოკუმენტაციის წარმოება;
** სასტუმროს მენეჯმენტის ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შინაგანაწესების შესაბამისად წარმოების შესახებ;
** სასტუმროს მენეჯმენტის მიერ შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის სწორედ წარმოების კონტროლი/მონიტორინგი;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების შესახებ დოკუმენტაციის წარმოება;
** წარმოებული დოკუმენტაციის დაფაილება, შენახვა, დაარქივება და შენახვისა და განახლების ვადების კონტროლი;
** რეგულარული ვიზიტები სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის კონტროლის მიზნით;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
** რეპორტინგის წარმოება შრომის უსაფრთხოების მენეჯერთან.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ აპლიკაცია ელფოსტაზე: info@argos.ge

სათაურში მიუთითეთ: "ადმინისტრაციული ასისტენტი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე