Робота для біженців з України
საოპერაციო გაფორმების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო გაფორმების მენეჯერი
მომწოდებელი: ახალი მზერა
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
თვალის კლინიკა "ახალი მზერა" აცხადებს საოპერაციო გაფორმების მენეჯერის ვაკანსიას.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** საოპერაციო პაციენტებისათვის ფინანსური ინფორმაციის მიწოდება;
** საოპერაციო დოკუმენტაციის გაფორმება;
** კომპანიის შიდა პროგრამაში შესაბამისი ჩანაწერების განხორციელება;
** სადაზღვევო კომპანიებში პაციენტის დასაფინანსებლად საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება;
** საყოველთაო ჯანდაცვის პორტალში შემთხვევების ატვირთვა, დარეგისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას;
** თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სერვისებით მგზავრობის 1 წლიან სამგზავრო ბარათს - შესწავლის პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები (CV) ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე info@akhalimzera.ge 2025 წლის 21 ივლისამდე.

აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე