დასახელება:
საწყობის უფროსი
|
მომწოდებელი:
სადისტრიბუციო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე
პირობები:
** მისამართი: ქ. თბილისი, ფეიქრების ქუჩა 12.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა.
** დამსაქმებელი უზრუნველყოფს შუადღის კვებას.
** შრომის ანაზღაურება შეთანხმებით
მოვალეობები:
** საწყობში პროდუქციის მიღება, საქონლის მიღების პროცესის კონტროლი, მითვლა და დასაწყობება, დასაწყობების დადგენილი წესების სრული დაცვა
** მიღებული და გაცემული პროდუქციის აღრიცხვა, შესაბამისი ჩანაწერების წარმოება. მიღებული/გაცემული პროდუქციის/ტვირთების ვიზუალური დათვალიერება
** საწყობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა
** სასაწყობე მარაგების და მოხმარების ვადების კონტროლი
** საწყობის თანამშრომელთა შორის სამუშაოს გადანაწილება, კოორდინირება, მართვა. საწყობში დისციპლინის კონტროლი, სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა და მონიტორინგი. სამუშაო პროცესში საწყობის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
** სასაქონლო მარაგების კონტროლი და ფაქტობრივი ნაშთებისა და ბუღალტრული/პროგრამული ნაშთებთან ურთიერთშედარება
** წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა შესრულება.
მოთხოვნები:
** კომპიუტერის და საოფისე პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობა
** პუნქტუალურობა
** ენერგიული
** შრომისმოყვარე
** გუნდური მუშაობის უნარი
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@Gplus.Ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საწყობის უფროსი სათაურის ველში (Subject)
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|