დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გასტრონომი
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.
გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია "Gastronome" ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - "Kitchen and Living".
ჯგუფს 2024 წელს შეემატა "Tartine et Chocolat" - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.
"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ფილიალის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა (კონსულტანტი, მოლარე, დასუფთავების თანამშრომელი)
** ახალი თანამშრომლის ადაპტაციის ხელშეწყობა და პროდუქციის სწავლება
** მარაგების და ნაშთების კონტროლი
** პროდუქტების გეგმური ინვენტარიზაცია
** სალაროს კონტროლი
** ონლაინ შეკვეთების სისტემების მართვის კონტროლი (ვოლტი და ა.შ.)
** ახალი პროდუქციის მიღება და აღრიცხვა პროგრამაში
** გაყიდვების სტატისტიკის წარმოება
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ურთიერთობა
** მომხმარებელთა ბაზის მონიტორინგი
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია Apex-ში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 ივლისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|