დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი
|
მომწოდებელი:
Myconstruction
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
უძრავი ქონების სააგენტო "myconstruction" ეძებს ყოჩაღ ახალგაზრდებსა თუ თანამოქალაქეებს თბილისში უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე!
ანაზღაურება: 1500-10000+ ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე)
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
უპირობოდ ვუწყობთ ხელს სტუდენტთა დასაქმებასა და მათთვის შესაბამის სამუშაო გრაფიკს.
ძირითადი მოვალეობები:
** გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების მოძიება და მათი პლატფორმებზე განთავსება;
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის გაცნობა/შეთავაზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების არ ცოდნის შემთხვევაში ჩვენი გუნდის წევრები მაქსიმალურად დაგეხმარებიან კვალიფიკაციის ამაღლებაში!
სანაცვლოდ გთავაზობთ:
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს;
** დაწინაურების პერსპექტივას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** ულიმიტო სასაუბრო დროს ყოველ თვიურად;
კომპეტენციები და უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მონდომება;
** და ისევ პასუხისმგებლობის გრძნობა და მონდომება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: paata.vatcharadze@gmail.com. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უძრავი ქონების აგენტი".
გელით და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|