Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=644076&print=yes&view=jobs
 
ტუროპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტუროპერატორი
მომწოდებელი: დილა პლუსი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
"დილა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას ტუროპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "დილა პლუსი" აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 20 წელზე მეტია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან დაუვიწყარ ტურებს მთელი კავკასიის რეგიონში.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - 10:30-19:00; შაბათი - 12:00-16:00.
ხელფასი: 1400-1900 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტურისტული პაკეტების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შემუშავება პარტნიორ კომპანიებთან შეთანხმებით;
** ტურის კოორდინაცია როგორც ოფისში ასევე ადგილზე — პროცესის სრული მართვა დასაწყისიდან დასრულებამდე;
** ტურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და დეტალური კომუნიკაცია მომწოდებლებთან — სასტუმროები, გიდები, მძღოლები, რესტორნები და სხვა პარტნიორები;
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** მიღებული მოთხოვნების ანალიზი და ოპერატიული რეაგირება;
** ტურის მსვლელობისას სერვისის ხარისხის მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება;
** სხვა შესაბამისი ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო საქმიანობის შესრულება.

ჩვენს წარმოდგენაში, იდეალური კანდიდატი არის:

** საქართველოს ტურისტული ლოკაციებისა და რეგიონების კარგად მცოდნე;
** ნებისმიერი გამოცდილებით ტურიზმის სფეროში (გიდად, ტურ-მენეჯერად ან პროდუქტის მენეჯერად), ოფისში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე მცოდნე, როგორც ზეპირად, ასევე წერილობით;
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზო უნარები;
** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** კომუნიკაბელური, ღია და გუნდის წევრებზე ორიენტირებული;
** სწრაფად რეაგირებს გამოწვევებზე და მზად არის დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კონკურენტული ანაზღაურება შედეგებზე ორიენტირებული ზრდის შესაძლებლობით (საკმაოდ მაღალი);
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა;
** გუნდური აქტივობები და თანამშრომლობის ხელშემწყობი გარემო.

თუ გსურთ იმუშაოთ მრავალფეროვან, პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოში — გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ჩვენ კი მოხარულები ვიქნებით, გაგიცნოთ!

რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: office@dilaplus.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია