დასახელება:
საუნდ ინჟინერი - დისტანციური
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 21 ივნისი
/ ბოლო ვადა: 21 ივლისი
|
ვაცხადებთ ვაკანსიას საუნდ ინჟინრის პოზიციაზე დისტანციური მუშაობის ფორმატში.
გეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთოთ სხვადასხვა აუდიო პროექტში, გაიღრმაოთ პრაქტიკული გამოცდილება და იმუშაოთ პროფესიონალ გუნდთან ერთად.
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ხმის ინჟინერიის ან აუდიოს რედაქტირების სფეროში (სტუდიაში, მცირე გუნდში ან დამოუკიდებლად);
** პოპულარულ აუდიო რედაქტორებთან / Digital Audio Workstation-თან (Pro Tools, Ableton, Logic Pro, FL Studio, Reaper, Audacity ან სხვა) მუშაობის გამოცდილება;
** საბაზისო ცოდნა შემდეგ მიმართულებებში: აუდიო მასალის მოჭრა, გარემიქსება, (EQ), კომპრესია, SFX-თან და Foley-თან მუშაობა;
** სხვადასხვა ფორმატის აუდიო ფაილის მომზადებისა და შენახვის (WAV, MP3, AAC და სხვა) უნარი ;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (ინსტრუქციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად, ასევე გუნდში შიდა კომუნიკაციისთვის);
** სწრაფად სწავლისა და ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაციის უნარი.
პიროვნული უნარები:
** დეტალებზე ორიენტაციის, სიზუსტისა და პასუხისმგებლობის უნარი;
** პუნქტუალურობისა და ეფექტური დროის მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენისა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტაციის უნარი.
რას გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდში მუშაობის გამოცდილებას;
** მენტორობას და პრაქტიკულ განვითარებას;
** თანამედროვე აუდიო ტექნოლოგიებთან მუშაობას;
** სრულად დისტანციურ სამუშაო გარემოს;
** 14-დღიან ანაზღაურებად შვებულებას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას აშშ დოლარში ზრდის პერსპექტივით;
** სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ან რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: media@novex.media
|
|
|
|