Робота для біженців з України
სარეზერვო ჯგუფის მოლარე ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარეზერვო ჯგუფის მოლარე ოპერატორი
მომწოდებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბათუმის იუსტიციის სახლის სარეზერვო ჯგუფის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გადასახდელების თანხების მიღება მომხმარებლისგან და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში სწორი გატარებების წარმოება;
** პროგრამულ უზრუნველყოფაში სალაროს ოპერაციების დადასტურება;
** სალარო ჩეკებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** სალაროს გამოყვანა და ინკასაცია სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით;
** სალაროს დღიური საბუთების ფორმირება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** შესრულების სისწრაფე და სიზუსტე;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია.

სამუშაო საათები: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
სამუშაო დღეები: ორშაბათი პარასკევი
დასვენების დღე: შაბათი და კვირა
ანაზღაურება: დარიცხული 950 ლარიდან ნამუშევარი დღეების პროპორციულად

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2025 წლის 30 ივნისამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე