დასახელება:
სამკერვალოს და The Shop-ის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
აჭარა ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 21 ივნისი
/ ბოლო ვადა: 21 ივლისი
|
"აჭარა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამკერვალოს და The Shop-ის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** საოფისე და ყოველდღიური ადმინისტრაციული საკითხების ორგანიზება
** თანამშრომლების ცვლების, შვებულებების და მივლინებების ადმინისტრირება
** თანამშრომლების ინფორმირება კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და ცვლილებების შესახებ
** შეხვედრების, ვიზიტების და მივლინებების დაგეგმვა
** თანამშრომლებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების კოორდინირება
** ოფისის და სამკერვალოს მარაგების მართვა, საკანცელარიო და სხვა საჭირო ინვენტარის შესყიდვის კოორდინაცია
** დოკუმენტაციის მართვა (ხელშეკრულებები, აქტები და სხვ.)
** ინვენტარის გამართული მუშაობისა და სანიტარული ნორმების კონტროლი
** სამკერვალოს და მაღაზიის ტექნიკური საკითხების მართვა
** გეგმურ აღწერებსა და ინვენტარიზაციებში მონაწილეობა
დამატებითი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მოთამაშე;
** პრობლემების მყისიერი აღმოფხვრის უნარი;
** დაკვირვებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/5dgABmwICt
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|