Робота для біженців з України
რეგისტრაციების დეპარტამენტის ცვლის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრაციების დეპარტამენტის ცვლის უფროსი
მომწოდებელი: რუმს თბილისი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
"Rooms Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრაციების დეპარტამენტის ცვლის უფროსის პოზიციაზე.

დასრულების თარიღი: 2025/07/21

"Adjara Group" არის ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს კრეატიულ ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან და საქართველოს კულტურას საერთაშორისო დონეზე წარმოაჩენს. კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი განსხვავებული სასტუმროებით, მრავალფუნქციური სივრცეებით, რესტორნებითა და ბარებით, ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ქართული ბრენდების შექმნით, აჭარა ჯგუფი ქმნის დინამიკურ ეკოსისტემას, რომელიც აკავშირებს ადგილობრივ თემებსა და საერთაშორისო სტუმრებს, ახალი სტანდარტების დამკვიდრებით კონტექსტზე დაფუძნებული განვითარების მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭოველიძის 5
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ეფექტური კოორდინაცია;
** თანამშრომლების სამუშაო განრიგის დაგეგმვა;
** რეგისტრაციების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის დაგეგმილი ტრენინგების მომზადებაში, დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შესყიდვის პროცესის კონტროლი;
** მიმდინარე პროცესებისა და ოპერაციების შესახებ ინფორმაციის ფლობა: ნომრების დაჯავშნა, სტუმრის განთავსება/გაცილება, ელექტრონული წერილების მიღება და გაგზავნა;
** რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
** სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში ასახვა;
** სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
** სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
** გამსვლელ სტუმართა სიის ანგარიშების წარმოება;
** სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
** სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ;

დამატებითი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/RixcLbyMbS

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე