Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=644015&print=yes&view=jobs
 
რეგისტრაციების ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრაციების ზედამხედველი
მომწოდებელი: Wilbour Holding
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
2025 წლის გაზაფხულზე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სასტუმრო "Bellhop" და რესტორანი "Brod" გაიხსნა. პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, "Wilbour Holding" ახორციელებს.

ჰოლდინგმა აქამდე განხორციელებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა "IZIPIZI" (ფრანგული სათვალეების ბრენდი), "Messy Weekend" (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია "GIGGLES Concept Store" და სხვა.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რეგისტრაციების ზედამხედველის პოზიციაზე.

ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, დასავლური სტანდარტების შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და მათი მომსახურება ობიექტზე დადგენილი სტანდარტებით
** თავაზიანი, სასიამოვნო და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება
** სტუმრების მიღებისა და განთავსების პროცესის მართვა, Check In და Check Out პროცედურების სრული მართვა
** დაინტერესებულ პირთა ინფორმირება სასტუმროს ოთახების, სერვისების, ფასებისა თუ სხვა რელევანტური დეტალების შესახებ
** შემოსული/გასული ზარების/წერილების მართვა
** სტუმრებთან ანგარიშსწორების და მსგავსი პროცედურების მართვა
** ჯავშნების სისტემის სრული მართვა სისტემაში/პროგრამაში
** ეფექტური და დროული კომუნიკაციის დამყარება უშუალო ხელმძღვანელთან და გუნდის წევრებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა
** სასტუმროს მართვის სისტემაში მუშაობის ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს ინდუსტრიაში/პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

უნარები:

** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია