Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=644013&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Wilbour Holding
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
2025 წლის გაზაფხულზე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სასტუმრო "Bellhop" და რესტორანი "Brod" გაიხსნა. პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, "Wilbour Holding" ახორციელებს.

ჰოლდინგმა აქამდე განხორციელებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა "IZIPIZI" (ფრანგული სათვალეების ბრენდი), "Messy Weekend" (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია "GIGGLES Concept Store" და სხვა.

ჩვენი 12-ნომრიანი სასტუმროს დასუფთავების გუნდში ვეძებთ დიასახლისს.

ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, დასავლური სტანდარტების შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
თვიური ანაზღაურება: 1100 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ოთახებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავება
** სასტუმროს ოთახებისთვის განკუთვნილი თეთრეულის მომარაგება, გადაადგილება, მოხსნა/გადაკვრა
** დასუფთავების დეპარტამენტის სხვა თანამშრომლების ხელშეწყობა და მათი ჩანაცვლება, საჭიროებისამებრ
** დამატებითი ინვენტარის/ნივთების გამოცვლა, სტუმრის უზრუნველყოფა მსგავსი ნივთებით, მათ მიერ მოთხოვნის შემთხვევაში
** სტუმრების ეფექტური მომსახურება, სასტუმროს სტანდარტების გათვალისწინებით
** დეპარტამენტის საოპერაციო პროცედურების (მათ შორის დაკარგული და ნაპოვნი ნივთების რეგულაციების) ზედმიწევნითი დაცვა

უნარები:

** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია