დასახელება:
პირადი მძღოლი-დაცვის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ვერარეზიდენს
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
"ვერარეზიდენს" აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლი-დაცვის (უსაფრთხოების) თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
მძღოლის მოვალეობა წარმოადგენს დამსაქმებლის სატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
საჭიროების შემთხვევაში მოემსახუროს არა მხოლოდ დამსაქმებელს, არამედ მის ოჯახის წევრებსაც.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** დროულად გამოცხადდეს სამსახურში, იყოს მოწესრიგებული და სუფთად ჩაცმული;
** მუდმივი კომუნიკაცია იქონიოს დამსაქმებელთან, რათა მიიღოს და შეასრულოს დავალებები;
** სატრანსპორტო საშუალება ყოველთვის იქონიოს მოწესრიგებულ და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში;
** იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალება მოითხოვს შეკეთებას, აცნობოს დამსაქმებელს და უზრუნველყოს სარემონტო სამუშაოს ხარისხიანად და დროულად ჩატარებას;
** უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერებისათვის მომზადებას და დაწესებულ ვადებში ჩატარებას;
** დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და სხვა დაწესებული რეგულაციები;
** შეასრულოს მისი უშუალო ხელმძღვანელის ან/და დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად, დირექტორის) მითითებები და ყოველი ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად მიმართოს დამსაქმებელს შესათანხმებლად;
** მკაცრად დაიცვას მოძრაობის წესები რათა უზრუნველყოს დამსაქმებლის უსაფრთხო მომსახურება.
** პირადი დაცვის (უსაფრთხოების) თანამშრომელი
სამუშაოს აღწერა:
** პირადი დაცვის ამოცანას წარმოადგენს დამსაქმებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. არ დაუშვას ფიზიკური ზემოქმედება დასაცავ პირზე. ხოლო ასეთი მცდელობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ და მინიმალური დანაკარგებით აღკვეთა.
** საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პირადმა მცველმა დაგიცვას არამარტო დამსაქმებელი, არამედ დაიცვას ოჯახის წევრები, პერსონალი, მეგობრები და ა. შ.
** დროულად გამოცხადდეს სამსახურში, იყოს მოწესრიგებული და სუფთად ჩაცმული;
** მუდმივი კომუნიკაცია იქონიოს დამსაქმებელთან, რათა მიიღოს და შეასრულოს დავალებები;
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** კლიენტის მუდმივი ადგილსამყოფლის საიმედოობის კონტროლი
** კლიენტის გადაადგილების მარშრუტის უსაფრთხოების კონტროლი
** მუდმივი ადგილსამყოფლის ირგვლივ ცვლილებების კონტროლი
** გადაადგილების მარშრუტზე ცვლილებების კონტროლი
** მონახულების ობიექტების შემოწმება და მეთვალყურეობა
** კლიენტთან შეხების შეზღუდვა
** იმ პირთა შემოწმება, ვისაც შეხება აქვთ კლიენტთან
** თავდასხმისთვის ხელსაყრელი ადგილების გამოვლენა და ბლოკირება
** კონფლიქტის შესაძლო გამწვავების პროგნოზირება და გარშემომყოფებისგან შეუმჩნევლად დარეგულირება
ხელფასი: 1500, 00 ლარი სუფთა ხელზე
საკონტაქტო ელფოსტა: info@veraresidence.ge
|
|
|
|