Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=643968&print=yes&view=jobs
 
მაღაზიის ადმინისტრატორი/მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის ადმინისტრატორი/მოლარე
მომწოდებელი: ზოოჰაბი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
ცხოველთა კვებისა და მოვლის პროდუქტების წამყვანი მაღაზიათა ქსელი "ზოოჰაბი" ეძებს ენერგიულ და პასუხისმგებლობიან მაღაზიის ადმინისტრატორს და მოლარეს. თუ გიყვარს ცხოველები და გაქვს უნარი, მართო გუნდი და მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირი დაამყარო — ეს პოზიცია შენთვისაა! ჩვენ გვჯერა, რომ ცხოველები ჩვენი ოჯახის წევრები არიან. სწორედ ამიტომ ვქმნით მაღაზიებს, სადაც მათ და მათ მფლობელებს მუდამ ელოდებათ სითბო, ხარისხიანი პროდუქცია და კეთილგანწყობილი მომსახურება. დღეს უკვე 20-მდე ზოოჰაბის ფილიალი ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით — და ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას.

ჩვენ არ ვითხოვთ მრავალწლიან გამოცდილებას!

ჩვენ გვჭირდება მოტივირებული ადამიანები, ვისაც შევასწავლით საქმეს და პარალელურად გადავუხდით ხელფასს სტაჟირების დროს.

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელზე თავაზიანი მომსახურება.
** მომხმარებელზე კონსულტაციის გაწევა.
** მომხმარებელზე პროდუქციის ფუნქციების ახსნა.
** პროდუქციის შეთავაზება
** პროდუქციის მიღება

გთავაზობთ:

** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** კონკურენტული ანაზღაურება

ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში: 900 ლარი / შტატში - 900-1000 (მიღწევადი 1200)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV hr@zoohub.com.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია