Робота для біженців з України
მძღოლი/ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი/ასისტენტი
მომწოდებელი: საქართველოს ამბები
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"საქართველოს ამბები" თბილისის ოფისში სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას ასისტენტი/მძღოლის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 2500 ლარი (გადასახადების ჩათვლით).

ძირითადი მოვალეობები:

** რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების კვლევისა და მათი გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით, ადვოკატირების კამპანიების ან/და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და შესრულებაში აქტიური მონაწილეობა;
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილით თანამშრომლებისა და პროექტთან დაკავშირებული სხვა პირების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში;
** ავტომობილის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** ავტომობილის მოვლა, სისუფთავეზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის B კატეგორია;
** ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარები (აუცილებელია);
** სულ მცირე 3 წლიანი პრაქტიკული და ინტენსიური გამოცდილება (სავალდებულოა);
** მოძრაობის წესებისა და საავტომობილო გზების კარგი ცოდნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში (აუცილებელია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** ტექნიკასთან (ვიდეოკამერა, დრონი, ვიდეო სამონტაჟო პროგრამები) მუშაობის სწრაფად ათვისების უნარები;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარები;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და მართვის მოწმობის ასლი მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივნისი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

"საქართველოს ამბები" (https://georgiannews.ge/) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბებს" ეკუთვნის "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსი საქართველოში. "მთის ამბები" ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით ცვლილებები გამოიწვიოს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე