Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ტრენდი ბოქსი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"ტრენდი ბოქსი" - ახალი, თანამედროვე და პერსპექტიული კომპანია ეძებს გუნდში გაყიდვების კონსულტანტს.

თუ ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური და გინდა გახდე ჩვენი ისტორიის ნაწილი, აუცილებლად შეგვეხმიანე!

ძირითადი მოვალეობები:

სავაჭრო პროცესების მართვა:

** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შეთავაზება და მისი მოთხოვნისამებრ მიწოდება;
** პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის თაროებზე შევსების კონტროლის უზრუნველყოფა და სხვ.
** პროდუქციის მოვლა და მის სისუფთავეზე ზრუნვა;

სააღრიცხვო პროცესების მართვა:

** მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთის მიხედვით
** შიდა აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** სალარო აპარატთან მუშაობა

სარეკლამო/საკომუნიკაციო პროცესების მართვა:

** ტიკტოკ, ფეისბუქ და ინსტაგრამ პლათფორმების მართვა;
** შესაბამისი კონტენტის გადაღება დღის განმავლობაში და განთავსება ტიკტოკ, ფეისბუქ და ინსტაგრამ პლათფორმებზე;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაცია (კითხვებზე პასუხის გაცემა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება)

ძირითადი მოთხოვნები:

** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევების ფლობა;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** მოტივირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამუშაოს პრიორიტეტებად დანაწილების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კრეატიულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** განვიხილავთ შემდეგი ტიპის ტიპის სამუშაო გრაფიკს: დილის 10 საათიდან დღის 4 საათამდე; დღის 4 საათიდან საღამოს 10 საათამდე;
** ფიქსირებული ხელფასი, 500 ლარი ნახევარ განაკვეთზე+ ბონუსი გაყიდვების მიხედვით;
** საღამოს ცვლის თანამშრომლისთვის დამატებით 100 ლარი ტრანსპორტირებისთვის.

სამუშაო ადგილი: თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ. დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@trendygift.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი). განაცხადების მიღება იწარმოებს 2025 წლის 1 ივლისამდე, ასევე შესაძლებელია საუკეთესოს შერჩევის შემთხვევაში უფრო ადრე შეწყდეს განაცხადების მიღება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე