Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=643773&print=yes&view=jobs
 
ატრაქციების პარკისა და კარტინგების მენეჯერი - წალკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ატრაქციების პარკისა და კარტინგების მენეჯერი
მომწოდებელი: კასს ლენდი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"კასს ლენდი" აცხადებს ვაკანსიას ატრაქციების პარკისა და კარტინგების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: წალკის მუნიციპალიტეტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 4000-5000 ლარი ზრდის პერსპექტივით
კომპანია უზრუნველყოფს: განთავსებას, კვებას

სამუშაოს მიზანი
მენეჯერის როლია უზრუნველყოს ატრაქციონებისა და კარტინგის ზონების ეფექტური, უსაფრთხო და მომგებიანი ოპერირება. იგი აკონტროლებს პერსონალს, აწყობს ცვლებს, ზედამხედველობს ტექნიკურ მდგომარეობას, უზრუნველყოფს მომხმარებელთა მაღალ კმაყოფილებას და ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ატრაქციონებისა და კარტინგის ზონების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია;
** გახსნისა და დახურვის პროცედურების კონტროლი;
** სამუშაო გრაფიკების შედგენა და ცვლების მართვა;
** ბილეთების გაყიდვის პროცესის კონტროლი;
** მომხმარებლების ნაკადისა და რიგების ეფექტური მართვა.
** უსაფრთხოების პროცედურების მონიტორინგი და პერსონალის ტრენინგი;
** პერიოდული ინსპექციების დაგეგმვა ტექნიკური გუნდთან ერთად;
** დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება და მოხსენება.
** ოპერატორების, მექანიკოსების და დამხმარე პერსონალის ხელმძღვანელობა;
** ახალი თანამშრომლების გაწვრთნა და შეფასება;
** შრომის დისციპლინის და მოტივაციის უზრუნველყოფა.
** მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და გადაჭრა;
** პრობლემების გადაწყვეტა ადგილზე;
** მაღალი მომსახურების სტანდარტის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური ანგარიშგების შედგენა და წარდგენა ხელმძღვანელობასთან;
** რესურსების აღრიცხვა და შეკვეთების მართვა;
** ბიუჯეტის ფარგლებში მუშაობა და ოპერაციების ოპტიმიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მუშაობის გამოცდილება გასართობ პარკში, კარტინგში ან მომსახურების სფეროში;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ტექნიკური საკითხების საბაზისო ცოდნა;
** კომუნიკაციის და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: HR@Kassland.com.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია