Робота для біженців з України
ადვოკატის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადვოკატის თანაშემწე
მომწოდებელი: ადვოკატი დავით გამყრელიძე
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
ადვოკატ დავით გამყრელიძეს ესაჭიროება თანაშემწე, რომელიც შეძლებს როგორც სიახლის სამართლის, ისე ადმინისტრაციული, სამოქალაქო და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიმართულებით დახმარების აღმოჩენას.

კანდიდატები უნდა იყვნენ უმაღლესი იურიდიული განათლებით, სასურველია ენების, მათ შორის ინგლისურის ცოდნა.
მთავარი კრიტერიუმი მაინც არის დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, სასამართლო პრაქტიკა, უზენაესი სასამართლოს მათ შორის, ასევე დიდი ინფორმაციის ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებისა და დასკვნების გამოტანის უნარი.
ამასთან, კანდიდატებმა უნდა იცოდნენ სარჩელის, შესაგებლის, შეგებებლული სარჩელის დაწერა, სასამართლოში შეტანა, მსჯელობა, რათა შეძლონ ამა თუ იმ მოსარჩელის სასამართლოში წარმომადგენლობა, უნდა ერკვეოდნენ საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ადმინისტრაციული კანონმდებლობა, ევროპული კონვენციები, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და სხვა.

კანდიდატებმა უნდა გაუწიონ ადვოკატს დახმარება და შეუმსუბუქონ მას მუშაობის პროცესი.
კანდიდატებს, შერჩევის შემთხვევაში, ასევე მიეცემათ შესაძლებლობა სასამართლო პროცესებზე გასვლისთვის რაღა თქმა უნდა ადვოკატთან ერთად, თუმცა წარმატების შემთხვევაში მათ მიეცემათ ამა თუ იმ საქმეში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესაძლებლობაც, განსაკუთრებით პირველი ინსტანციის სასამართლოებში.

ანაზღაურება არის დინამიური და გამომდინარეობს კონკრეტული მიმდინარე საქმეებიდან, რომლებშიც ჩაერთვებიან თანაშემწეები, თუმცა არაუმეტეს სასარჩელო ღირებულების 20%-ისა. ამდენად, ანაზღაურება დამოკიდებულია სარჩელის ფასზე და რამდენს იხდის კონკრეტული მომხმარებელი ადვოკატის მომსახურებაში.

გარდა აღნიშნულისა, კანდიდატები მიიღებენ უდიდეს გამოცდილებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.

მოცემული კონკრეტული ვაკანსია არის მათთვის, ვინც აპირებს ადვოკატობას და არა მოსამართლეობას, ამასთანავე ამ კუთხით ჩვენთან თანამშრომლობა შეუძლიათ მოქმედ ადვოკატებსაც, რომლებსაც აქვთ საქმის სიმცირე და სურთ მიიღონ უფრო მეტი შემოსავალი.

მოცემული ვაკანსია არ მოითხოვს ოფისში ჯდომას ამ ეტაპისთვის, არამედ შერჩეულ კანდიდატებს შეუძლიათ საქმის წარმოება სახლიდან გაუსვლელად, თუმცა რა თქმა უნდა მათ უნდა მიიღონ ამა თუ იმ შეხვედრებში მონაწილეობა ოფისში, გაუწიონ მომხმარებლებს დახმარება, კონსულტაცია და ასევე გამოცხადდნენ სასამართლო პროცესებზე.

მოგეხსენებათ, მოცემული ვაკანსია არის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებისთვის, ვინაიდან საქმე გექნებათ ადამიანის უფლებებთან და სასამართლოსთან.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ვებგვერდი https://www.myadvokats.ge ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 571 100111 და ელ. ფოსტაზე: info@myadvokats.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე