დასახელება:
საოპერაციო განყოფილების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჯეოსტარი
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ (შესვენება 1სთ)
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. სამგორის რაიონი, სამგორის ქუჩა 36 ბ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით EXCEL;
** სასურველია სააღრიცხვო პროგრამა 1C ცოდნა.
ფუნქცია- მოვალეობები:
** სასაწყობე 1C-ის პროგრამაში და შემოსავლების სამსახურის RS-ის პროგრამაში მუშაობა;
** ელექტრონულ ზედნადებებთან (RS.ge) მუშაობა - (გააქტიურება; გადააქტიურება; კორექტირება; გადაადგილებები..);
** უკან დაბრუნებისა და ტრანსპორტირების საბუთებთან მუშაობა; გამზადება, მათი დროული პროგრამაში ასახვა;
** დაბრუნებები; დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხები;
** საწყობისათვის ყველა საჭირო ყოველდღიური ინფორმაციის დამუშავება/მომზადება-მიწოდება;
** ანგარიშ-ფაქტურის გადაგზავნა, კორექტირება.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის კორექტულად მიღების და გადაცემის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი.
ანაზღაურება: 1, 000 ლარიდან (კვალიფიკაციის შესაბამისად)
კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@geostar.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|