დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ზღაპარი
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 45 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ სენაკში (რუსთაველის ქ. 162-ის მიმდებარედ)
ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამსახურს კარგ გარემოში, კონკურენტული შრომის პირობებით
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ და შაბათი 10:00-15:30 სთ
** საწყისი ანაზღაურება: 1100 ლარიდან
მოვალეობები:
** მომწოდებლებისაგან სარეალიზაციო პროდუქციის დროული შესყიდვა და დროული განთავსება სავაჭრო დარბაზში;
** სასაქონლო ნაშთების უწყვეტობისა და გეგმიური შენაძენის კონტროლი;
** გაჩერებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი;
** ყოველთვიური სარეალიზაციო გეგმის მიღწევაზე ზრუნვა და გაწერილი გეგმის შესრულების ყოველდღიური კონტროლი;
** ახალი თანამშრომლის შერჩევა ადაპტირების პროცესის წარმართვა/კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის კოორდინირება/სწავლება შესრულებული საქმიანობის კონტროლი;
** მომხმარებელთან სისტემატიური კონტაქტი მათი მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით.
მოთხოვნები:
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება პროდუქციის მიმღები ოპერატორის, დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე (სასურველია სამუშაო გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე);
** აუცილებელია ოფის პროგრამების ფლობა;
** სასურველია პროგრამა აპექსის ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ყურადღებიანობა;
** სწრაფი აზროვნება;
** გუნდის მართვის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@zgapari.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სამუშაო ადგილი)
გისურვებთ წარმატებას.
გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
|
|
|
|