დასახელება:
შეფ დე პარტიე
|
მომწოდებელი:
კრაფტ გრილი და ლუდი
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
Craft Food ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "კრაფტ გრილი და ლუდი" აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტიეს პოზიციაზე, ქ. თბილისში.
ძირითადი მიმართულება: გრილი (ხორც-პროდუქტები) და მასთან დაკავშირებული ყველა სახის მენიუ და კრაფტ ლუდი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: კვირაში 40 სთ.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა N103.
** ანაზღაურება: 2000 Net.
ძირითადი მოვალეობები:
** შეფ-მზარეულისა და სუ შეფის მითითებების შესრულება და მათი ასისტირება;
** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება მენიუს შესაბამისად;
** რეცეპტურის სიზუსტის დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** მზარეულების მიერ კერძების მომზადების კონტროლი და დავალებების დელეგირება;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** რეცეპტის კონფიდენციალურობის დაცვა;
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** კომპანიის სტანდარტებისა და პოლიტიკის დაცვა.
მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულება
** გუნდური მუშაობა
განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 01 ივლისი.
რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge
"subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "შეფ დე პარტიე".
|
|
|
|