დასახელება:
საწყობის თანამშრომელი/მუშა
|
მომწოდებელი:
ესპანო
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
კომპანია "ესპანო" ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2012 წლიდან და ცნობილია სამარკო ნიშნით "ესპანური სახლი".
კომპანია მომხმარებლებს ექსკლუზიურად სთავაზობს, ეკოლოგიურად სუფთა, სარემონტო მასალებს ესპანეთიდან.
ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს: უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე (თიხა, ფაიფური) დამზადებულ კერამიკულ ფილებს, კერამოგრანიტებს, წებო ცემენტებს, ონკანებს, ასევე ლამინატებს და სხვა ორიგინალ ესპანურ სარემონტო მასალებს.
კომპანია "ესპანო" - ესპანური სახლი, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის (მუშის) პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
** საშუალო განათლება
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა და კეთილსინდისიერება
** საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება და რეალიზაციის შემდგომ კლიენტისთვის გაყიდული საქონლის მიწოდება;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კარგი ყოფაქცევის გათვალისწინებით;
პირობები:
** სამუშაო საათები: 09:30 დან-18:00-მდე.
** დასვენების დღეები: თვეში ექვსი დღე (მენეჯერთან შეთანხმებით)
** მისამართი: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #124
** ანაზღაურება: 1750 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ რეზიუმე/CV ფოტოსურათით: espano2012@gmail.com
|
|
|
|