Робота для біженців з України
მათემატიკის პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მათემატიკის პედაგოგი
მომწოდებელი: GK Academy
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"GK Academy" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის პედაგოგის პოზიციაზე (VII, VIII, IX, X კლასებთან) ახალი სასწავლო წლისთვის (სწავლება იწყება 1 სექტემბრიდან).

მის: ვარკეთილი მე-3 მასივი, შუამთის ქუჩა #35.

ჩვენ შესახებ:

"GK Academy " წარმოადგენს თანამედროვე და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებულ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც I კლასიდან XII კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ ხარისხიანი განათლება ზოგადსაგანმანათლებლო საგნებში.

სასწავლო პროცესი ხორციელდება კვალიფიციურ და გამოცდილ პედაგოგთა გუნდის მიერ, რაც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ მიდგომას, მოსწავლის პოტენციალის გამოვლენასა და მის სრულ განვითარებას.

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია აკადემიური წარმატება, პასუხისმგებლობით სავსე გარემო და სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება.

გთხოვთ გაეცანით ჩვენს ფეისბუქ გვერდს ზოგადი წარმოდგენისთვის, გადადით ლინკზე: https://www.facebook.com/GKacademy2020

ანაზღაურება: სრული დატვირთვით: 3200 ლარი
ანუ საათობრივი ანაზღაურება: 20 ლარი
გრაფიკი: სრული ან შერჩევითი, (წინასწარი შეთანხმებით):

** ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი
** ორშაბათი-ოთხშაბათი
** სამშაბათი-ხუთშაბათი

ვაკანსია ითვალისწინებს ადგილზე დასაქმებას VII, VIII, IX, X კლასებთან მუშაობას

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) შესაბამის სპეციალობაში;
** ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** გაკვეთილების დაგეგმვის უნარი ჩვენი სასწავლო პროგრამების შესაბამისად;
** ტესტების შედგენა (საჭიროებიდან გამომდინარე);
** სამუშაოსა და დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** თბილი, მეგობრული დამოკიდებულება სტუდენტებისა და მოსწავლეების მიმართ;
** აქტიური, პოზიტიური, შრომისმოყვარე და პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან:

** I ეტაპი - დოკუმენტაციის განხილვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით;
** II ეტაპი - გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2025 წლის 25 ივლისამდე გამოაგზავნოთ პროფესიული რეზიუმე (CV) და პასპორტის ფოტოსურათი შემდეგ ელფოსტის მისამართზე: gvanca.qumsiashvili@gmail.com

წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დირექცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე