დასახელება:
ლაბორატორიის მძღოლი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტებული ლაბორატორია აცხადებს მძღოლის ვაკანსიას.
გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
ანაზღაურება: 1500 (ხელზე ასაღები თანხა)
ბენეფიტები: ჯანრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილი ავტომანქანით, უშუალოდ უფროსის მითითებით საჭირო მასალის დანიშნულების ადგილზე მიტანა;
** ნიმუშის აღება შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით;
** მიბარებული სამუშაო ავტომანქანის გამართული და შეუფერხებელი მუშაობა;
** მიბარებული ავტომანქანით გადასატანი საქონლის დანიშნულების ადგილზე დროული და უსაფრთხო ტრანსპორტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
** უმაღლესი განათლება;
** "B" კატეგორიის მართვის მოწმობა- მექანიკური ტიპის ავტომობილის მართვის შესაძლებლობა;
** ინგლისურისა და რუსულის საბაზისო დონეზე ფლობა;
** პუნქტუალურობა.
ჩვენ გპირდებით:
** შესასრულებელი საქმიანობის ადგილზე შესწავლას; გადამზადებას ამ მიმართულებით და სერტიფიცირებას;
** ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** მეგობრულ და მზრუნველ გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "ლაბორატორიის მძღოლი". გისურვებთ წარმატებას!
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|