დასახელება:
ოპერაციული განვითარების პროექტების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 19 ივლისი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში ოპერაციული განვითარების პროექტების მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** პროექტების სრული ციკლის მართვა: ინიცირების, დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების მეშვეობით;
** ოპერაციული პროექტების ინიცირება, სტრატეგიული დაგეგმვა და ეფექტური კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან;
** მიმდინარე პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების განვითარება და დანერგვა;
** ცვლილებების მართვის სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;
** პროექტების წარმატების შეფასება, KPIs-ის განსაზღვრა და შესრულების ანალიზი;
** დოკუმენტაციის შემუშავება, სტანდარტიზაცია და ორგანიზაციის შიდა მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** რეგულარული რეპორტინგი დაინტერესებულ მხარეებთან, პროგრესის, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ცვლილებების სწრაფად და ეფექტიანად დანერგვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების დარგში ან მომიჯნავე მიმართულებით;
** პროექტების მართვის მიმართულებით 3-5 წლიანი გამოცდილება;
** საოპერაციო ანციფრულისტარტ-აპისანტრანსფორმაციის პროექტებში გამოცდილება;
** საერთაშორისო პროექტების მართვის სტანდარტების ცოდნა (PMP, Agile, Scrum და სხვ.)ჩაითვლება უპირატესობად;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1821
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|