Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=643630&print=yes&view=jobs
 
მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერის ვაკანსიას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლიუბლიანას ქ. N 21, ევროპის უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი (ყოფილი ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის შენობა);
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ინდივიდუალური გასაუბრება;

ძირითადი მოვალეობები:

** აბიტურიენტთა დოკუმენტების მიღება და მათთან საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფილიყო;
** სტუდენტის სტატუსის მოპოვების/შეჩერების/შეწყვეტის/დამატებით სემესტრში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დეკანისთვის მიწოდება;
** სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება;
** პროგრამის ხელმძღვანელების ჩართულობით ცხრილის შედგენის უზრუნველყოფა;
** სასწავლო პროცესის მონიტორინგი, ასევე აკადემიური/მოწვეული პერსონალის მიერ ლექცია/სემინარებზე დროულად გამოცხადების კონტროლი;
** კრედიტების აღიარების კომისიის საქმიანობის ხელშეწყობა;
** დიპლომის, დიპლომის დანართის, სერტიფიკატის გასაცემად აუცილებელი ინფორმაციის მომზადება და დეკანისთვის მიწოდება;
** სტიპენდიატთა სიის დეკანისთვის წარდგენა;
** სტუდენტთა და აკადემიური/მოწვეული პერსონალის ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტების კონსულტირება, მათი მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვაში და მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში მონაწილეობა;
** დეკანისთვის სტუდენტის სწავლის დამადასტურებელი ცნობების და ნიშნების ფურცლის პროექტების მომზადება და წარდგენა;
** შიდა საუნივერსიტეტო ბაზაში აკადემიური/მოწვეული პერსონალის მიერ შუალედური შეფასებების (გარდა შუალედური და დასკვნითი/დამატებითი გამოცდებისა) დროულად ასახვის მონიტორინგი;
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადება;
** სტუდენტისთვის ინფორმაციის მიწოდება შიდა საუნივერსიტეტო აქტებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ასევე ინფორმაციის მიწოდება მათი უფლებების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება;
** უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
** სტუდენტებთან ეფექტიანი კომუნიკაცია, სტუდენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და დეკანის ინფორმირება;
** სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** ფაკულტეტზე სასწავლო პრაქტიკების დაგეგმვის, ჩატარებისა და დაცვის პროცესების კონტროლი;
** საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კოორდინაცია;
** ფაკულტეტზე დაგეგმილი სასწავლო, სამეცნიერო და სხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** დეკანის სხვა დავალებების შესრულება სასწავლო და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - A2 დონე (მეტყველება, წერა) .

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 29 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია