Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=643590&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ტერა ლიზინგი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
სს "ტერა ლიზინგი", "ტერაბანკის" შვილობილი, სწრაფად მზარდი სალიზინგო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: სანდრო ეულის ქ. 7
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული და საბონუსე

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, აღრიცხვა და კონტროლი;
** სახელფასო უწყისების წარმოება;
** საბანკო ნაშთების აღრიცხვა, კონტროლი და რეპორტინგი;
** გადარიცხვების შევსება/წარმოება;
** RS.GE-ზე მუშაობა - მიღებული დოკუმენტაციების, მათ შორის ზედნადებების და ფაქტურების დამუშავება;
** კონტრაგენტებთან შედარება და შედარების აქტების შედგენა;
** თვის დახურვის პროცედურებში მონაწილეობის მიღება;
** ლიზინგის პროგრამაში მუშაობა;

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის/ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა ორისი/ორის 7-ში მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;

უნარები და კომპეტენციები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროაქტიულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

როგორ მოგვმართოთ

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ მისამართზე: info@teraleasing.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: "ბუღალტერი - [თქვენი სახელი გვარი]".

განაცხადის მიღების ვადა: 11 ივლისი, 2025 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია