Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით
მომწოდებელი: სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით სეისმური მონიტორინგის ცენტრში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სეისმური სადგურების მონიტორინგი;
** აპარატურის გამართვა;
** საველე გასვლები საქართველოს ტერიტორიაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები).
** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პუნქტუალობა;
** ველზე მუშაობის სურვილი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
** სტაჟირების ხანგრძლივობა 2 თვე;
** ანაზღაურება: 400 ლარი თვეში (დარიცხული).

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2025 წლის 26 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: earthscience@iliauni.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟირება სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურში".

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე