დასახელება:
კონტროლის და ანალიზის ჯგუფის სპეციალისტ-ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
თელასი
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ტექნიკური საქმიანობის სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური სამსახურის საწარმოო სისტემის მართვისა და ტექნიკური ანალიტიკის წარმოების განყოფილების ქსელის კონტროლის და ანალიზის ჯგუფის სპეციალისტ-ანალიტიკოსის თანამდებობაზე
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: MS Office (Word, Excel, PowerPoint)
** რუსული ენა -საშუალოდ ცოდნა;
** სამუშაო პროცესის ორგანიზება და დაგეგმვა, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** გამანაწილებელ ქსელში კაპიტალური რემონტების, საინვესტიციო პროექტების დასრულების შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება და ხელახლა მიღებული ძირითადი და რემონტიდან გამოყვანილი საშუალებების ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ განკარგულებების მომზადება;
** ქსელიდან ძირითადი საშუალებების ჩამოწერის აქტების კორექტულობის შემოწმება და შესაბამისი განკარგულებების მომზადება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წიგნებად შეკერვა მომზადებული განკარგულებების შესაბამისად;
** ხაზობრივ ნაგებობებზე ცვლილებების შემთხვევაში რეესტრის მომზადება და საკუთრების ურთიერთობების რეგულირების სამსახურში წარდგენა ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციის კორექტირების მიზნით;
** ახალი ხაზობრივი ნაგებობების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, რეესტრის მომზადება და საკუთრების ურთიერთობების რეგულირების სამსახურში წარდგენა ხაზობრივი ნაგებობის შემდგომი რეგისტრაციის მიზნით;
** კაპიტალური რემონტების და საინვესტიციო პროექტების დასრულების შემდეგ ქსელში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 02 ივლისის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
|
|
|
|