Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=643355&print=yes&view=jobs
 
Payroll სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Payroll სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში Payroll სპეციალისტის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას;
** სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

ძირითადი ფუნქციები:

** სახელფასო სქემების აღრიცხვა და მართვა პროგრამაში;
** გამომუშავებითი ხელფასების დამუშავება და არსებული სქემების მიხედვით მომზადება;
** ხელფასებთან დაკავშირებული მოთხოვნილი ინფორმაციის რეპორტინგი;
** ანაზღაურების გასაცემად საჭირო პროცესის მართვა;
** ანალიტიკური რეპორტების მომზადება.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 18.07.2025-მდე ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია