დასახელება:
ინდივიდუალური და ციფრული რესურსების მობილიზების ოფიცერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" აცხადებს ვაკანსიას ინდივიდუალური და ციფრული რესურსების მობილიზების ოფიცრის თანამდებობაზე.
პოზიციის მოკლე აღწერილობა:
** ინდივიდუალური და ციფრული რესურსების მობილიზების ოფიცერი ჩართულია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების რესურსების მობილიზების განყოფილების ყოველდღიურ საქმიანობაში, ახორციელებს ინდივიდუალური და ციფრული რესურსების მობილიზებას სხვადასხვა არხის მეშვეობით: ** საზოგადოებრივი რესურსების მობილიზება, სოციალური მედია, ვებ-გვერდი და მასზე არსებული დონაციის პლატფორმა, iRaiser და სხვა.
** ინდივიდუალური და ციფრული რესურსების მობილიზების ოფიცერი პასუხისმგებელია დონორების ჩართულობისა და ინდივიდუალური დონორებისგან შემოსავლის ზრდის ხელშეწყობაზე, როგორც ტრადიციული, ასევე ციფრული არხებით.
** ინდივიდუალური და ციფრული რესურსების მობილიზების ოფიცერი პასუხისმგებელია ინდივიდუალური და ციფრული რესურსების სტრატეგიის განხორციელებაზე, ციფრული მედიის ოპტიმიზაციაზე, რათა გაიზარდოს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობადობა სხვადასხვა პლატფორმაზე.
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალური და ციფრული რესურსების მობილიზების კამპანიების წარმართვის გამოცდილება საერთაშორისო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ასევე, განიხილება კომერციულ სექტორში მარკეტინგის ან გაყიდვების სფეროში გამოცდილება. აუცილებელია ციფრული მარკეტინგის ან ციფრული რესურსების მობილიზების ცოდნა.
** ინდივიდუალური და ციფრული რესურსების მობილიზების ოფიცერი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია რესურსების მობილიზების კოორდინატორთან და გენერალური მდივნის მოადგილესთან.
სამუშაოს აღწერილობა:
** საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინდივიდუალური და ციფრული რესურსების მობილიზების სტრატეგიის მიხედვით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა, განსაზღვრულ ვადებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით.
** ინდივიდუალური და ციფრული რესურსების მობილიზების კამპანიებისა და აქტივობების შემუშავება: ინდივიდუალური და ციფრული რესურსების მოზიდვის სხვადასხვა სახის აქტივობების შემუშავება და განხორციელება სხვადასხვა პლატფორმებზე/არხებზე, როგორიცაა ვებ-გვერდები, ელექტრონული ფოსტა, სოციალური მედია, SEM, Display Networks და ა.შ.
** ვებ-გვერდისა და კამპანიების მუდმივი მონიტორინგი და შეფასება დადგენილი გეგმების მიხედვით. ** დეტალური, შიდა ანგარიშების მომზადება ქმედითი რეკომენდაციებით. სტრატეგიების ტესტირება, ეფექტურობის, ოპტიმიზაციისა და შემოსავლის გაზრდის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება. ინდივიდუალური შემოწირულებების კამპანიების ბიუჯეტების ზედამხედველობა, პროგნოზირება და გეგმების კონტროლი.
** პირისპირ (F2F) რესურსების მობილიზების პროგრამის განვითარება და კოორდინაცია.
** კომუნიკაციის დეპარტამენტთან ერთად მუშაობა ინდივიდუალური და ციფრული რესურსების მოზიდვის განვითარებაზე. სტრატეგიების დანერგვა ახალი დონორების მოზიდვისა და დონორებთან კომუნიკაციის ოპტიმიზაციისთვის. ეს მოიცავს როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ კამპანიების გამოყენებას საზოგადოების მხარდაჭერის გასაზრდელად.
** საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობის ფარგლებში CRM პლატფორმის მართვა და "donor journey"-ს შექმნა.
** დონორების (ძირითადად ინდივიდუალური დონორების) მონაცემთა ბაზის შენარჩუნება და განახლება.
** კვარტალური ანგარიშგება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების რესურსების მობილიზების 2021-2025 სტრატეგიის მიხედვით.
** პროგრესისა და შედეგების გაზიარება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელობისთვის და პარტნიორებისთვის.
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება რესურსების მობილიზების, მარკეტინგის, გაყიდვების ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. ვებ-გვერდის მართვისა და მისი განვითარებისა და განახლებისთვის სააგენტოებთან და დეველოპერებთან მუშაობის გამოცდილება.
** დიპლომი (ან სერტიფიკატი) მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, კომუნიკაციების ან საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. (სასურველია)
** შესანიშნავი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. გამოცდილება აუდიტორიაზე მორგებული კონტენტის შექმნაში, როგორც ციფრულ, ასევე ტრადიციულ არხებში.
** უნარი, შეიმუშაოს და განახორციელოს ეფექტური სტრატეგიები რესურსების მობილიზებისა და მარკეტინგისთვის. ძლიერი ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარები სიახლეების დასანერგად და განსახორციელებლად. მარკეტინგული კამპანიების შედეგების ოპტიმიზაციის უნარი. ასევე კამპანიების ეფექტურობის შეფასების შესაძლებლობა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები (Word, Excel, PowerPoint, Outlook, სოციალური მედია) და SEO, SEM, Google Ads, Google Analytics და Display Networks-ის ფართო ცოდნა. ვებ მენეჯმენტისა, CMS პლატფორმების, e-mail მარკეტინგის ცოდნა, მათ შორის ავტომატიზაციის პროცესების ცოდნა. ვებ-დეველოპმენტის საბაზისო უნარები ჩაითვლება უპირატესობად.
** შემოქმედებითი და დონორზე ორიენტირებული აზროვნება, ძლიერი ინტერპერსონალური უნარები და მულტიკულტურულ, გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ მითითებულ ელფოსტაზე: rm@redcross.ge და hr@redcross.ge
|
|
|
|