Робота для біженців з України
კონტენტ მეიქერი/კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ მეიქერი/კრეატორი
მომწოდებელი: დიბი ლაბს
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
კომპანია "დიბი ლაბს"-ი ეძებს თანაგუნდელს კონტენტ მეიქერის/კრიეიტორის პოზიციაზე.

კომპანია "დიბი ლაბს"-ი წარმოადგენს პროფესიონალური, კომერციული და HI-FI აუდიო/ვიდეო/განათების სისტემების აპარატურის შოუ რუმს.

შოუ რუმში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქცია : L-Acoustics, MA Lighting, Monitor Audio, Clay Paky, JBL, Genelec, Sennheiser, Funktion-One, Allen &Heath, Dynaudio, Pioneer, JVC, Bowers & Wilkins და ა.შ.

ვეძებთ გუნდის შემოქმედებით წევრს, რომლისთვისაც განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს აღნიშნული მიმართულებები და რომელიც სრულფასოვნად განახორციელებს კომპანიის სოციალური, ონლაინ და ვებ რესურსების მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური მედიის გვერდების მართვა (პლატფორმები: Facebook, Instagram, TikTok და სხვა)
** არსებული პროდუქტებისა და სფეროში მიმდინარე ტენდენციების მუდმივი კვლევა (Research)
** კონტენტის იდეების დაგეგმვა, სრული პოსტის შექმნა და და პოსტირება.
** ღონისძიებებზე დასწრება და Story/Reel ფორმატისთვის ვიდეო/სურათების აღება
** ტელეფონით მოკლე ვიდეოების გადაღება პროდუქტების მიმოხილვისა და რეკომენდაციის მიზნით (პერიოდულად ვიდეოში გამოჩენა აუცილებელია)
** ვიდეო კონტენტის მონტაჟი (CapCut ან მსგავსი მარტივი პროგრამების გამოყენებით)

თუ გსურთ იმუშაოთ მეგობრულ გარემოში, ჩართული იყოთ უამრავ საინტერესო, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი პროექტის განხორცილებაში. თუ მომართული ხართ განვითარებაზე, ინოვაციებზე და სიძნელეების დაძლევაზე, მაშინ გელოდებით !

მოთხოვნები:

** გრაფიკულ-დიზაინერული კომპიუტერული პროგრამების მინიმუმ საშუალო დონეზე ფლობა და გამოყენების გამოცდილება: Adobe Photoshop ან Adobe Illustrator.
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
** სამუშაო გამოცდილება 2 წელი.
** დაზღვევა, ტელეფონის ნომერი და სხვა კორპორატიული სიკეთეები ადგილზეა.

ანაზღაურება 2500 ლარი.

გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: sales@dblabs.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ, აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე