Робота для біженців з України
ტექნიკური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: RIDGID GLOBAL
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
კომპანია "RIDGID GLOBAL" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე. ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟი და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე მიეცემა საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა. ასევე პრეტენდენტი იქნება დატრენინგებული გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საკუთარი ძალებით მსუბუქი ინდუსტრიული/საოჯახო ტექნიკის ინსტალირება
** ლოკაციებზე ტექნიკური გაყვანილობების გამართულობის უზრუნველყოფა (დაქსელვა, მონიტორინგი, ა.შ)
** ტექნიკური თუ საოპერაციო პრობლემის აღმოსაფხვრელად ზომების მიღება ექსპლუატაციის ნორმების სრული დაცვით
** პარტნიორ ორგანიზაციებში გეგმური და არაგეგმური მონიტორინგის განხორციელება;
** კომპანიის შიდა პროცედურების და რეგულაციების დაცვა;
** მიმდინარე და ახალი პროექტების ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა მხოლოდ B კატეგორიის მექანიკის მართვის მოწმობის ფლობა
** ტექნიკური ხელსაწყოების გამოყენების მაღალი დონე
** მცირე ზომის საოჯახო/ინდუსტრიული დანადგარების ინსტალაციის გამოცდილება (ტელევიზორი, დაცვის ვიდეოკამერები, ყავის აპარატი, სერვერები.დაა.შ)
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საინსტალაციო ლოკაციაზე მომხმარებელთან გამართული კომუნიკაციის უნარი

(სამუშაო პროცესების წარსამართავად. კომპანია თავად გამოუყოფს ავტომობილს)

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა;
** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** ინიციატივის უნარი.

ლოკაცია: თბილისი, დიღომი
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 9:30-18:30
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი + პორტფელი, საშუალოდ 1600-2500 ლარი (გამომდინარე კვალიფიკაციის დონიდან) ზრდის პერსპექტივით

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: ridgidglobal@gmail.com ან დაგვირეკოთ ნომერზე - 577 72 24 88

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე