Робота для біженців з України
ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ელ. ენერგიით ვაჭრობისა და ანალიტიკის დეპარტამენტი, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის #10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00 სთ

ძირითადი მოვალეობები

** ტექნიკური და ოპერატიული მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
** მენეჯმენტისათვის ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
** თვის დახურვის დროს ენერგეტიკის სეგმენტის მონაცემების დარეპორტება, ანალიზი და პრეზენტაციის მომზადება;
** ფინანსური მოდელების შექმნა და რეგულარული განახლება;
** გამომუშავებული და მოხმარებული ელექტროენერგიის პროგნოზირება და ბიუჯეტირება;
** ERP და სხვა შიდა ტექნიკური სისტემებიდან მიღებული მონაცემების რეკონსილაცია და მართვა;
** Power BI-ში ოპერატიული და ფინანსური რეპორტების მომზადება, ავტომატიზაცია და გაუმჯობესება;
** ელექტროენერგიის ბაზრის ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ანალიზი და კვლევების მომზადება სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება შემდეგი მიმართულებით: მონაცემთა ანალიტიკოსი, ფინანსური/ბიზნეს ანალიტიკოსი;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Power-BI-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე