Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: შვიდი პლასტი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
კომპანია "შვიდი პლასტის", სამუშაო სფერო მოიცავს შესაფუთი მასალების წარმოებას. კომპანიის საწარმოში მზადდება ვაკუუმ და თერმო შეფუთვები, რომელიც შესაფუთი მასალებით ამარაგებს კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია "შვიდი პლასტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში კომპანიის პროდუქციის მიღება და გაცემა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:30 სთ-მდე;
შესვენება: 13:00-14:00;
ანაზღაურება: 1200 ლარი;

დიდ დიღომში მცხოვრებ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა;

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ საკონტაქტო მონაცემები ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@shvidimeat.com

სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საწყობის თანამშრომელი;

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ივლისი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) "შვიდი პლასტში" თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://shvidimeat.com/ge/

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე