დასახელება:
ფარმაცევტული საწარმოს თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
GM Pharmaceuticals
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
"GM Pharmaceuticals"-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში.
"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული საწარმოს თანამშრომლის პოზიციაზე შესაფუთ საამქროში
სამუშაო ადგილი: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N52
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, ცვლიანი სამუშაო განრიგი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოო ოპერაციების წარმოება GMP სტანდარტის და ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისად;
** წარმოების პროცესის დაწყებამდე დანადგარების მომზადება;
** წარმოების პროცესის დასრულებისას დანადგარების დასუფთავება;
** მედიკამენტების წარმოება საწარმოო ფურცლის შესაბამისად;
** წარმოების პროცესის დოკუმენტირება შესაბამის ჟურნალში კომპანიაში მოქმედი წესის შესაბამისად;
** სამუშოების წარმოება შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის და სტანდარტების შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო ან ფარმაციის განხრით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საწარმოო დანადგარებთან და დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია GMP მოთხოვნების ფარმაცევტულ საწარმოში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
** სამუშაოების დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 18 ივლისისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
ამასთან, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hcm@gmpgeo.com
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები
|
|
|
|