Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=643318&print=yes&view=jobs
 
იურისტის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტის თანაშემწე
მომწოდებელი: Lion Trans
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
კომპანია "ლაიონ ტრანს"-ი აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა
ხელფასი: 1800-2000 ლარი, გამოცდილებიდან გამომდინარე

ძირითადი მოვალეობები:

** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების სამართლებრივი მხარდაჭერა;
** ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და რისკების იდენტიფიცირება;
** უცხოენოვან დოკუმენტებზე მუშაობა და სამართლებრივი შეფასებების მომზადება;
** წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში, დავების წარმოება და მონიტორინგი, სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტების მომზადება და ანალიზი;
** მოქმედი კანონმდებლობის მონიტორინგი და ცვლილებების ინტეგრირება სამუშაო პროცესში;
** დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასამართლოში საქმის წარმოების გამოცდილება;
** უცხოენოვან ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა (არასავალდებულო, ჩაითვლება უპირატესობად);
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა - საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით (არასავალდებულო, ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კრეატიული და ინოვაციური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:a.kankia@liongroup.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია