Робота для біженців з України
ანალიზის, მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანალიზის, მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ანალიზის, მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

ანალიზის, მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის მიზანს წარმოადგენს სააგენტოში დანერგილი პროგრამების შედეგების სტატისტიკური რეპორტინგი და ზეგავლენის ეფექტურობის ანალიზი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მათი გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების მომზადება.

მოვალეობები:

** სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შიდა და გარე მოხმარებისთვის კვარტალური და წლიური ანგარიშების წარმოება;
** ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის წარმოება;
** გარე უწყებებიდან (SARAS; RS; საჯარო რეესტრი) ფინანსური და სხვა ტიპის ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება;
** სააგენტოს პროგრამების ეფექტურობის შეფასების მიზნით, თითოეული პროგრამის დონეზე ბენეფიციართა კითხვარის წარმოება და მიღებული მონაცემების დამუშავება;
** ინდიკატორთა კატალოგის შემუშავება/დახვეწა და გადათვლა;
** მეტრიკების შემუშავება/დახვეწა და შესაბამისი მეტრიკების გადათვლა;
** სააგენტოს დეპარტამენტების მიერ დანერგილი პროექტების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების მიზნით სისტემის ჩამოყალიბება/სრულყოფა;
** სააგენტოს დეპარტამენტების მიერ დანერგილი პროექტების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოწოდების მონიტორინგი და სტატუს ანგარიშების წარმოება;
** საჯარო ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობა, სხვადასხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებით;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს.

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება:

** მონიტორინგისა და ანალიზის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
** უპირატესობა მიენიჭება ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით გამოცდილების მქონე პირს.
** ენები: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამები: კომპიუტერულ-საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის შეგროვების და დამუშავების უნარი;
** დიდი ზომის მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 29 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - ანალიზის, მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის მენეჯერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე