Робота для біженців з України
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ონლაინ კაზინო Miracle
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
LLC "Miracle" მოღვაწეობა ქალაქ ბათუმში დაიწყო 2021წლიდან. ის ფლობს საქართველოში სათამაშო ლიცენზიას Live კაზინოსა და ონლაინ კაზინოს სათამაშო ბიზნესისთვის. შპს Miracle გთავაზობთ ყველაზე კლასიკურ და თანამედროვე პროცესებს Live კაზინოსთვის, სრულყოფილ და მოწინავე სათამაშო პროგრამულ უზრუნველყოფას ჩვენი ონლაინ კაზინოსთვის. ჩვენ შევქმენით პროფესიონალი სათამაშო ინდუსტრიის არქიტექტორებისა და ექსპერტების დახმარებით თანამედროვე სათამაშო პლატფორმა. თუ ხართ პოზიტიური, აქტიური, კრეატიული და ეძებთ სტაბილურ სამსახურს, მაშინ თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია!

შპს "Miracle" აცხადებს ვაკანსიას IT SUPPORT-ის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური პრობლემის დადგენა და აღმოფხვრის გზების მოძებნა;
** Microsoft Windows 10, 11 გარემოს ცოდნა;
** ანტივირუსულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** Email (POP3, IMAP) ტექნოლოგიის ცოდნა;Remote პროგრამებთან (Anydesk, სხვა) მუშაობის გამოცდილება;
** ქსელების და ქსელური მოწყობილობების საბაზისო ცოდნა;
** ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება (RJ45 "დაჯეკვის" გამოცდილება);
** ქსელური და USB პრინტერების (სკანერების) ინსტალაცია/გამართვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ მდგომარეობაში, მუშაობის უნარი;
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ბენეფიტები:

** ინდივიდუალური კარიერისა და განვითარების შესაძლებლობები;
** ყოველთვიური კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ხელფასი;
** კვება;
** დაზღვევა.

სამუშაო გრაფიკი:

** ხელსაყრელი სამუშაო ცვლები: 2-2ზე 12 საათიანი სამუშაო დღე.
** დღისა და ღამის ცვლები;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ CV გადმოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@themiraclellc.com

ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 597 816 116
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე