Робота для біженців з України
დღის ცენტრის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის ცენტრის მძღოლი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს ვაკანსიას დღის ცენტრის მძღოლის პოზიციაზე.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და სპეციალისტების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროცესის მდგრადი განვითარებისთვის ხელშემწყობ პროექტებს და სოციალურ სერვისებს. ორგანიზაციის ბაზაზე დანერგილი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვებისთვისა და პირებისთვის. ხელმისაწვდომია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შშმ პირების დღის ცენტრის ბენეფიციარების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
** შშმ პირების კანონიერ წარმომადგენლებთან სატელეფონო კომუნიკაციის წარმოება.
** კომუნიკაცია დღის ცენტრის პერსონალთან.
** სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მონიტორინგი და მოგვარება.
** საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სხვა დავალებების (ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული) შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია D კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა.
** შშმ პირებთან და/ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მახასიათებლები:

** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** ეთიკურობა
** გაწონასწორებულობა
** ემპათია

სამუშაო განრიგი: სრული, კვირაში 5 დღე.
სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას 76ბ.
ანაზღაურება: დღიური 55 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა დაგვირეკეთ ნომერზე: 595 037 045 ან გამოგვიგზავნეთ CV dcfs.georgia@gmail.com (მიუთითეთ პოზიცია)

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 5 ივლისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე