Робота для біженців з України
უნივერსალური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური ასისტენტი
მომწოდებელი: Geo Global Gate
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
კომპანია "Geo Global Gate" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ასისტენტის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ეძებს ორგანიზებულ, მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატს აღნიშნულ პოზიციაზე. თუ კარგად ფლობთ ქართულ და რუსულ ენებს და გსურთ იმუშაოთ პროფესიულ და კომფორტულ გარემოში - ეს ვაკანსია თქვენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ელ. ფოსტასა და მობილურ ტელეფონზე შემოსული კორესპონდენციების მიღება, წაკითხვა და ანალიზი;
** ინფორმაციის გადამოწმება - შესაბამისობა, სიზუსტე და სრულყოფილება;
** საჭიროებისამებრ ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი პირებისთვის გადაგზავნა;
** ეფექტური კოორდინაცია შიდა და გარე კომუნიკაციებში;
** ადმინისტრაციული მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ქართული და რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა (მეტყველება, წერა, წაკითხვა);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და კარგი კომუნიკაციის უნარები;
** საოფისე პროგრამებთან და ციფრულ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი;
** სამუშაო გრაფიკი: ან 10:00-დან 19:00-მდე, ან 12:00-დან 21:00-მდე (შეთანხმებით);
** მორიგეობა ყოველ მეორე შაბათს;
** კომფორტული ოფისი თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე;
** ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები);
** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: geoglobalgate@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე