Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: აკერი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
"AKER Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

AKER Tbilisi არის საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს მათთვის საუკეთესო სტრატეგიების და გადაწყვეტილებების მოძიებაში, რომელიც მათ ხელს შეუწყობს ორგანიზაციული განვითარებისა და ეფექტურობის გაძლიერებაში.

ანგარიშვალდებულია: მარკეტინგის მენეჯერთან
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 მდე
სახელფასო ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი შესრულებული პროექტების შესაბამისად

პოზიციის აღწერა: პოზიციის მიზანია პარტნიორი კომპანიების სოციალური მედია მართვის გეგმის შემუშავება და განხორციელება

სამუშაო აღწერილობა:

** სოციალური მედია მესიჯების გაწერა
** მომხმარებლის სეგმენტის იდენტიფიცირება
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა
** ფოტო/ვიდეო ბრიფების შექმნა და ფოტოგრაფთან და ვიდეოგრაფთან კომუნიკაცია
** კონტენტ კალენდრის შექმნა და მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქოფის გამართულად წერის უნარი
** სასურველია Canva-ში მუშაობის გამოცდილება
** მარკეტინგის საბაზისო პრინციპების ცოდნა
** Meta-სთან მუშაობის გამოცდილება

რას გთავაზობთ ჩვენ?

** კარიერული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** On job ტრეინინგებს
** ახალგაზრდა და დინამიურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
** რეგიონალური ბიზნესის განვიტარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას
** სამართლიან და ღირებულებებზე დაფიძნებულ ბიზნეს გარემოს

როგორ უნდა წარადგინოთ განაცხადი?

თუ მზად ხართ, რომ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ თქვენი CV და მარკეტინგული პორტფოლიო ელ. ფოსტაზე: HR@akertbilisi.com

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სოციალური მედია მენეჯერი სათაურის ველში.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 16.07.2025

"AKER Tbilisi" - თქვენი წარმატება ჩვენთან ერთად!

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: akertbilisi.com

შენიშვნა:

პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიისთვის, კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე