Робота для біженців з України
საოპერაციო დირექტორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: აპექს დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
სამშენებლო კომპანია "აპექს დეველოპმენტი" 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.

"აპექს დეველოპმენტში" მშენებლობაზე 150-მდე ადამიანია დასაქმებული.

მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ნოვატორობა, უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა - ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლითაც აპექსის გუნდი ქმნის მისაღებ გარემოს მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის.

შპს "აპექს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე და გთავაზობთ გუნდურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ძირითადი ფუნქციები:

** მოწოდებული საქონლის რაოდენობების და ფასების კონტროლი (საწყობებიდან და კონტრაქტებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე);
** შესრულებული სამუშაოს მოცულობებისა და ხარისხის კონტროლი;
** ოფისის და სამშენებლო ობიექტების/ამწეები, ელ-მოწყობილობები, მძიმე ტექნიკა/ ტექნიკური, უსაფრთხოების და სხვა სახის სრული უზრუნველყოფა და გამართულ მუშაობაზე კონტროლი /მაგ: კომპ ტექნიკის, კამერების, IP-ტელეფონიის, სერვერების და სხვა სახის ელექტრო მოწყობილობების;
** საჭიროების შემთხვევაში მოწოდებული საქონლის ნიმუშების/ბეტონი, არმატურა და ა.შ./შესაბამის ლაბორატორიებში ან ხელთ არსებული საშუალებებით გამოცდა და დაკვირვება;
** ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ა/მ მართვის უფლების ჰქონდა და საკუთარი ავტომობილი;
** AutoCad ან Revit ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

ხელფასი: 2000 ლარიდან ხელზე ასაღები - დამოკიდებულია პრეტენდენტის კვალიფიკაციაზე.
შენიშვნა: პოზიცია მოიაზრებს თბილისის მასშტაბით სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: contact@apexd.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საოპერაციო დირექტორის თანაშემწე".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე