დასახელება:
ტექნიკური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ექსოლოტ ინვესტმენტს
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
"ექსოლოტ ინვესტმენტსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.exolot.ge
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდული უძრავი ქონების მომავალი მოიჯარის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა (შავი კარკასის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები)
** სამუშაოების დაგეგმვა და კონტრაქტორების მოძიება
** სამუშაოების დეტალური გეგმის შემუშავება და ვადების განსაზღვრა
** სამუშაოს ხარისხის კონტროლი
** სამუშაოების ვადების კონტროლი
** სამუშაოების ფასების კონტროლი
** პრობლემების და შესაძლო შეფერხებების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება
** გადაწყვეტილების მიღება მასალებისა და ტექნიკური საშუალებების შესახებ
** აბონირება/გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ლიცენზიანტებთან ურთიერთობა (წყალი, ელექტროენერგია, გაზი)
** მომავალი მოიჯარის ტექნიკურ სამსახურთან კომუნიკაცია სამუშაოების პროცესში
** მეზობლებთან მოლაპარაკებების წარმოება აუცილებლობის შემთხვევაში
კვალიფიკაცია და უნარები:
** ბაკალავრი
** MS Office Suite აპლიკაციების ცოდნა: Word, PowerPoint, Excel და ა.შ.
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი
** ძლიერი სამუშაო ეთიკა; სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნება
** სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციებზე მუშაობის
ბენეფიტები:
** ტრენინგები სამშენებლო და უძრავი ქონების მიმართულებით
** ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@exolot.ge.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|