დასახელება:
სასწავლო პროცესის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი" აცხადებს შერჩევას სასწავლო პროცესის სპეციალისტის პოზიციაზე მონიტორინგის მიმართულებით.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 17:00 - 22:00 და ყოველი მეორე შაბათი 09:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** აკადემიური პერსონალის სამუშაო დროის მონიტორინგი;
** ფაკულტეტებიდან მოწოდებული დატვირთვების და ცხრილების გაერთიანება, ყოველთვიურად გაცდენა-აღდგენების ცხრილის მიხედვით ლექტორების მიერ ჩატარებული და გაცდენილი ლექციების აღრიცხვა და შესაბამისი სამსახურისთვის გაგზავნა.
** აკადემიური პერსონალის უზრუნველყოფა სასწავლო პროცესისათვის საჭირო ინვენტარით, მათი აუდიტორიებში განაწილება და კონსულტირება;
** შუალედური და ფინალური გამოცდების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** საგამოცდო პროცესის კონტროლი და გამოცდაზე წესრიგის უზრუნველყოფა;
** პირველკრსელთა რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობა;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება ხელმძღვანელის მითითებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება/გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება სასურველია (განიხილებიან სტუდენტებიც)
** ინგლისური ენის ცოდნა (B1);
** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Office).
პიროვნული უნარები/თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass;
** პარტნიორ საერთაშორისო უნივერსიტეტებში გაცვლით პროგრამებს;
** უნივერსიტეტის მოქმედ პროგრამებზე სწავლის/ჩაბარების შემთხვევაში გადასახადის თანადაფინანსებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "სასწავლო პროცესის სპეციალისტი მონიტორინგის მიმართულებით", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 01 ივლისის ჩათვლით.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|