დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
Art`s Hotel Tbilisi
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
სოლოლაკში მდებარე ბუტიკის ტიპის პატარა სასტუმროში "Art`s Hotel" ვეძებთ პასუხისმგებლობიან დიასახლისს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: Art`s Hotel Tbilisi, ამაღლების ქუჩა 15, l შესახვევი, თბილისი.
** სამუშაო განაკვეთი: სრული, ყოველ დღე, 5 საათიანი სამუშაო დღე.
** ანაზღაურება: თვეში 2000 ლარი (31 დღე).
** დღიური ანაზღაურება: 64.51 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** შესაძლებელია შეთანხმება კვირაში 1 ან 2 დასვენების დღეზე და ეს პირდაპირპროპორციულად აისახება თვიურ ანაზღაურებაზე.
პასუხისმგებლობები:
** სასტუმროს ოთახების და საერთო სივრცეების მოწესრიგება და დასუფთავება.
** ოთახებში ყველა საჭირო ნივთების სასტუმროს წესების მიხედვით განთავსება.
** დაზიანებული ან დაკარგული ნივთების შესახებ ინფორმაციის შეტყობინება.
** დასუფთავების ინვენტარის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა და დაზიანების შემთხვევაში დროული რეაგირება.
** სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა.
** ტექნიკური ხარვეზების შესახებ შეტყობინება, რომლებიც საჭიროებს დაუყოვნებლივ ყურადღებას.
** პოზიტიური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე - artisantbilisi@gmail.com
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
** ტელეფონის ნომერი - 595 058 705
** ვებსაიტი - http://www.artshotels.ge/
|
|
|
|