დასახელება:
ბარმენი
|
მომწოდებელი:
თბილისი ჰილს გოლფ მენეჯმენტი
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
უნიკალური პროექტი "Tbilisi Hills Golf Management", რესტორნის გუნდში ეძებს ბარმენს.
მდებარეობა: კრწანისი, თბილისი, საქართველო
ჩვენს შესახებ
ჩვენი გუნდი ავითარებს ყველაზე დიდ უნიკალურ უძრავ ქონების პროექტს თბილისში, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია სრულიად კავკასიის რეგიონში. პროექტი მოიცავს 331 ჰექტარ მიწის ფართობსა და 10, 000 მაცხოვრებელზე გათვლილ სივრცეს, სადაც განლაგებულია ექსკლუზიური მიწის ნაკვეთები და პრემიუმ კატეგორიის აპარტამენტები უნიკალური ხედებით, ასევე 18-ფოსოიანი ევროპული ტოპ 100 გოლფის სათამაშო მოედანი და მაღალი კლასის რესტორანი ტერასით.
"Tbilisi Hills" მუდმივად მიყვება ტენდენციებს და არის FIABCI-Georgia National Prix Excellence Awards 2022-ის ოქროს მფლობელი კატეგორიაში "ენერგოეფექტური და მწვანე პროექტები". ჩვენი ამბიციური და თავდაუზოგავი გუნდი მიზნად ისახავს თბილისის ყველაზე მწვანე და მოთხოვნადი საცხოვრებელი არეალის შექმნას (https://tbilisihills.com).
პოზიციის აღწერა
"Tbilisi Hills" ეძებს აქტიურ და შრომისმოყვარე ბარმენს, რომლის ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები იქნება შემდეგი:
** ალკოჰოლური სასმელებისა და კოქტეილების მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და ვიზუალური სტანდარტების შესაბამისად
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და დადებითი ატმოსფეროს შექმნა
** ასაკის გადამოწმება და შეკვეთების იდენტიფიცირება
** ბარის ინვენტარის მოწესრიგება და ყოველდღიური მარაგების კონტროლი
** სასმელების შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა და მენიუში მითითებული სასმელების გამოყენება ჩანაცვლების გარეშე
** პროდუქტების ხარისხის შემოწმება მიღებისას და მათი სწორად განთავსება
** მომხმარებლებისთვის გემოვნებაზე მორგებული შეთავაზებების გაკეთება
** მოხმარების ზუსტი აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება მენეჯერისთვის .
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
კომპანია გთავაზობთ:
** საინტერესო და სასიამოვნო გარემოში მუშაობას;
** ანაზღაურება 1 300 ლარი (ხელზე ასაღები)
** მოქნილ გრაფიკს: ¾ (3 დღე დასვენება 4 დღე მუშაობა 11 საათიანი გრაფიკი 11 :00 საათიდან 23:00 საათამდე)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fit pass
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საინტერესო გუნდს, განსხვავებულ და შთამბეჭდავ გარემოში, შეხვდე ბევრ საინტერესო ადამიანს, მაშინ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე მითითებულ მეილზე onoathillsrestaurant@tbilisihills.com არა უგვიანეს 17.07.2025. subject-ში აუცილებლად მიუთითეთ "ბარმენი"
დავუკავშირდებით, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|