დასახელება:
PR-სა და მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას PR-სა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** ბრენდის მახასიათებლებისა და ძირითადი ღირებულებების მაქსიმალური კომუნიკაცია როგორც გარე მხარეებთან, ასევე უნივერისიტეტის თანამშრომლებთან;
** უნივერსიტეტის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მუდმივი მონიტორინგი, უნივერსიტეტის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველი საფრთხეების დროულად გამოსავლენად;
** უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი სასწავლო და კულტურული ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა;
** უნივერსიტეტის ფაკულტეტების, მათი საქმიანობის, ასევე, აკადემიური პერსონალის პოპულარიზაცია;
** საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის რექტორთან, ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრის დაგეგმვა-განხორციელება;
** უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განსათავსებელად შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ბრენდის პოზიციონირების შესაბამისად სხვადასხვა სოციალური და საქველმოქმედო აქტივობების ორგანიზება და აქტიური მონაწილეობა;
** უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული ბრენდისა და პიარ აქტივობების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი გავრცელება როგორც მასიურ ასევე ინტერნეტ მედიაში;
** უნივერისტეტის თანამშრომლების უზრუნველყოფა სარეკლამო და ბრენდირებული მასალებით,
** უნივერისტეტის კამუსების იერსახეზე ზრუნვა და ცვლილებების ინიცირება;
** უნივერსიტეტის სტუდენტთა გამოსაშვები საღამოს, მისაღები და საახალწლო ღონისძიებების, კურსდამთავრებულებთან შეხვედრის და სხვა ამგვარი საიმიჯო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (აუცილებელია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით);
** ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონე;
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office.
პიროვნული უნარები:
** ორგანიზაციების მიზნებისა და შედეგების მიღწევაზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კვლევისა და პრეზენტაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** CV-ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 17 ივლისის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|