დასახელება:
ქოფირაითერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას ქოფირაითერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** სარეკლამო ტექსტების წერა: (ბანერებისთვის, ვიდეორგოლებისთვის, პოსტერებისთვის, ონლაინ რეკლამისთვის);
** ციფრული მარკეტინგის მასალების შექმნა: (სოციალური ქსელების პოსტები, სტატიები, იმეილ კამპანიები, ტექსტები ვებსაიტისთვის).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (აუცილებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით);
** ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონე;
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული უნარები:
** გამორჩეული წერის სტილი;
** კრეატიულობა და სტრატეგიული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ბაზრის და მიზნობრივი აუდიტორიის გააზრება;
** SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია) პრინციპების ცოდნა (ციფრული ქოფირაითერისთვის);
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფეტქური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** CV - ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 17 ივლისის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|